четверг, 7 мая 2009 г.

ჩემი ზამთრის სენი |:

ვის როდის ვის როგორ ვის რატომ. ჩვენ ყველას გვეწვევა ხოლმე შემოდგომა (დეპრესია მოვნათლე სეზონად (: ) . მე ზამთართან მიასოცირდება . უმზეობასთან და ყვითელი ფერის სიმცირესთან. ამ დროს სახლში ვიკეტები და სხვადასხვა ხერხებით ვცდილობ ზამთარგადალახული ილუზია შევიქმნა. სხვადასხვა ხერხებით რააა.....ინტერნეტით |: ხოდა უკვე 2 ზამთარი ერთ თამაშში თავიან–ფეხებიანად შემძვრალმა გავატარე . გაზაფხულის დადგომასთან ერთად კი ჩემ თავზე უფრო მეტს ვკაიფობდი თუ იმ თამაშზე ვერ გეტყვით. მოდით lineage2_ის კარს ოდნავ გამოვაღებ, შეიჭყიტეთ და თავად გადაწყვიტეთ რომელი უფრო ვართ დასაცინი .



 ID+password და შედიხარ თამაშში. გყავს შენი ჩარი (გმირი რითაც თამაშობ), რომელსაც დარეგისტრირებისას თავად აწყობ_ანუ როგორ გინდა გამოიყურებოდეს. მდედრიც და მამრიც შეგიძლია უზადო აღნაგობის და სასურველად მიმზიდველ–სექსუალური შექმნა. დღეიდან ხომ ის შენ ხარ |:  

შავი ტემპერამენტიანი ელფი თუ თეთრი და სიფრიფანა, თუ უბრალოდ ადამიანი. მაგიკოსი თუ მეომარი. თუ საერთოდ ჯუჯა..ან ორკი. ან fallen angelი კამაელი...  თამაშის დაწყებისას შენი "ჩარი" თითქმის უმწეოა. გასაძლიერებლად საჭიროა შესაბამისი level_ის მონსტრები ხოცო, experience დააგროვო და შენც გაიზარდო. ჩარის განვითარებასთან ერთად შეგიძლია უფრო ძლიერი იარაღი და "ზმანი" უყიდო (მონსტრებს რომ ხოცავ, ფულს ყრიან და შეგიძლია შეაგროვო :D თუ ფულიანი პატრონი არ გყავს :D:D), ქვესტების შესრულებით კი კლასი მოუმატო და nobles ან hero გახადო =)) 
ხო მართლა, ასე გაზდილი ჩარები კლანებად ერთიანდებიან, კლანები ალიანსებად და ერთმანეთს ომს უცხადებენ. ანუ მონსტრების მაგივრად უკვე შენნაირ მოთამაშეებს ხოცავ. მტერს სადაც დაინახავ უნდა მიაგდო :))
რატომ ხდება ეს თამაში უამრავი ადამიანისთვის ცხოვრება ? |: 
1.ხმოვანი თუ  გრაფიკული აწყობა ძალიან მიმზიდველი, დამამშვიდებელია 
2.თამაში online_ია, ჩატითურთ და messanger_ების მაგივრობასაც მშვენივრად წევს
3. lineage love :D . თამაშში შესაძლებელია ჩარების ქორწინება, ამისთვის სპეციალური სამოსი და ცერემონიები არსებობს (მეჯვარეები და ამბები :D)female ჯუჯები შესაშური კანდიდატურებია იმისთვის რომ იშვილო =)) ციხეებს და clan hallებს კი რა დალევს სახლის ილუზია რომ შეიქმნა :)) ან საერთოდ _რუსუდან, შედი კარავში =)) :))
4.ეს მეოთხე დიდი ოხერი პუნქტია:D  L2 love თუ  real love |: ეს მძიმე შემთხვევაა. მაგრამ ყველაზე ხშირი. ფლირტი თამაშში, კრუიზები და ამბები =))=)) მაგრამ ხდება ხოლმე ,რომ ვიღაცას რეალობა და თამაში ერევა :(     ნუ თუ ორივეს აერია კიდე არაუშავს :D:D
ცოტა მოაზროვნე ნაწილი მის ქუჩაზე გაზაფხულის დადგომასთან ერთად ანებებს ხოლმე ამ თამაშს თავს ( :> ) , დანარჩენი უმრავლესობა კი კაცმა არ იცის რას ფიქრობს. ჩემთან ერთად 31 წლის ქალი თამაშობდა, რომელსაც ატანა არ ქონდა მისი შვილები რომ იღვიძებდნენ ან სკოლიდან მოდიოდნენ |: ხელს უშლიდნენ რა. მერე გამოსავალი მონახა და 6–7 წლის ბავშვებსაც ათენებიებდა ღამეებს და აყურებინებდა როგორ ხოცავდა მათი დედიკო რაღაცეებს და ვიღაცეებს =)) ნუ ეს ერთი შემთხვევა მოვყევი. 
ამ ჯერზე (უკვე მეორედ) რომ შევეშვი L2ის თამაშს,დაქალს ვუთხარი ჩემი accountის პაროლს მივცემ ვინმეს გავახარებთქო :)) და იცით რა მითხრა? |: კიდე მოვა ზამთარიო |: 



суббота, 2 мая 2009 г.

დაფიქრდი, სანამ მუშაობას დაიწყებ (!)

ყველას, ვისაც მეტროპოლიტენის სადგურებთან ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებთან უწევს გავლა, თვალში მოხვდება ფაქტი, თუ რა მონდომებით სთავაზობენ სარეკლამო ბარათებს ნებისმიერ გამვლელს იქ “მობილიზებული” ჯგუფები. მოსახლეობის უმრავლესობა მათ აიგნორებს , ნაწილი კი მექანიკურად იღებს ბარათს, თუმცა თვალის ერთი გადავლების შემდეგ ასევე მექანიკურად ახლო რადიუსში აგდებს ძირს. იმავე განცხადებებს შესაძლოა წააწყდეთ შენობების კედლებზე, ავტობუსების ფანჯრებზე და დასაქმებაზე ორიენტირებულ საიტებზე (jobgeo.ge; work.ge; job.ge hr.com.ge…)

ბარათების შინაარსი ძირითადად ამგვარია:

http://www.anonsi.ge/view.php?id=5061

http://www.work.ge/announcement_1696_group_70_open_69.htm

ამ ერთი შეხედვით უწყინარ ბარათებსა თუ ინტერნეტში გამოქვეყნებულ განცხადებებს შეუძლიათ უსიამოვნო მოულოდნელობის წინაშე დააყენონ სამსახურის გამოუცდელი მაძიებლები.


ნებისმიერი სტუდენტისათვის, განსაკუთრებით კი სტუდენტთა იმ კატეგორიისათვის რომელიც ცდილობს გაიუმჯობესოს მატერიალური მდგომარეობა, ქვემოთ აღნიშნული პირობების შეთავაზება დამაინტრიგებელია:

“მუშაობის თავისუფალი რეჟიმი, მინიმალური ხელფასი 500 ლარი. განცხადების ბოლო ნაწილში მინაწერი დიდი შრიფტით: მიიღებიან სტუდენტები”, მოდი და არ ცდუნდე!

ამ ტიპის განცხადების ერთ-ერთი მსხვერპლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) II კურსის სტუდენტი ლევანი გახდა. პირველი ტურის ზეპირი და წერითი გასაუბრების გავლის შემდეგ დაურეკეს, მეორე ტურში გასვლა მიულოცეს და ოფისში დაიბარეს. ოფისში მისვლის შემდეგ განუმარტეს რომ მათი ფირმა მენეჯმენტსა და პიარს ემსახურებოდა. პროფესიის შესწავლა ხდებოდა I კვირიანი ტრენინგის მეშვეობით, რომლის საფასურიც 30 ლარს შეადგენდა. ტრეინინგის მე-7 დღეს დააყენეს ახალბედები რეალობის წინაშე: ყველაფერი კლიშე აღმოჩნდა ადამიანების იმ ორგანიზაციაში შესატყუებლად, სადაც მუშაობა “ფულის ფულით მოგებას” ქვია. პირამიდის პრინციპი ასეთია: ახალ თანამშრომელს მუშაობის დაწყებისთანავე ორგანიზაციის ფონდში შეაქვს თანხა 600 ლარის ოდენობით, თუმცა მის მიერ მიტანილი თანხა სულაც არ ეკუთვნის მას, მარაზმია, მაგრამ ასეა, ამ ფულს მსხვერპლს ორგანიზაციაშივე არსებული ვირტუალური სპონსორი აძლევს სესხად. ახალბედას ევალება ფირმის პროპაგანდა და 6 ახალი “მსხვერპლის” მოყვანა, რომლებიც ანალოგიურად 600 ლარით ავსებენ კომპანიის ხაზინას, ამასთანავე ყოველი თანამშრომელი მის მიერ მიყვანილის კომპეტენტურობაზე აგებს პასუხს. ყველა სიკეთესთან ერთად კომპანიის თითოეული თანამშრომელი ვალდებულია იზრუნოს კადრების საკუთარი ხაზით გამრავლებაზე .ფინანსური პირამიდა თავისი არსით ,,პინოქიოს” ზღაპრის იმ ნაწილს წააგავს, სადაც თაღლითები ხის ბიჭუნას ხუთი ოქროს დამარხვას თავაზობენ, საიდანაც, მათი დაპირების თანახმად, გამთენიისას ოქროს მონეტებით დახუნძლული ხე აღმოცენდება. ამ რთული “კონსტრუქციის” აგების შემდეგ მინიმალურ პროცენტულ მოგებას შენც ნახულობ და შენი კომპანიაში დარჩენა ნებაყოფლობითი ხდება.

ასეთ პირობებს სთავაზობდნენ ლევანს MLM group-ში, რომლის ოფისიც ზოგიერთ განცხადებაში მარჯანიშვილის ქუჩაზე ან ზოგადად თბილისში მდებარეობს.


ორგანიზაციას კონკურენციას(?)PR group უწევს. ამ უკანასკნელის ოფისი ჭავჭავაძის 39_ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სარდაფშია (!).


გადავწყვიტე ექსპერიმენტის ჩატარება და CV გავგზავნე მითითებულ მისამართზე.
(tamari_76@mail.ru). გასაუბრების წარმატებით გავლის შემდეგ მოვლენები ლევანის ისტორიის ზუსტი ანალოგიით განვითარდა. ოპერატორი, ვინმე ლაშა, დიდი მონდომებით მიხატავდა ნათელ მომავალს, რაც ცნობილი სექტის “შეხმატკბილებული” მგელი და ცხვრის თანაცხოვრების ილუზიას გავდა.


საკითხი პირდაპირ დავუსვი ჩემს აღტაცებულ თანამოსაუბრეს, რომელსაც ჩემთვის არანაირი მატერიალური თუ და სულიერი სიკეთე არ ენანებოდა და ვკითხე იყო თუ არა მათი ორგანიზაციის სტრუქტურა ყბადაღებული პირამიდის პრინციპზე აგებული. მცირეოდენი მიკიბ-მოკიბვისა და ენის მოჩლექის შემდეგ, ლაშა გამომიტყდა, რომ სწორედ ამ პროფილის კომპანიასთან მქონდა საქმე.


ერთი შეხედვით თუ გონება გიჭრის ამ ანკესზე არ წამოეგები, მაგრამ გამოუცდელი და უმუშევარი ადამიანები არ დაილევა. შესაბამისად, პირამიდა ახალ-ახალი წევრებით ივსება და მუშაობაც გრძელდება სოლომან მორბელაძის პრინციპით: “მოვატყუეეთ, მომატყუეს და ერთი მოტყუებული ხვალ ან ზეგ კარზე მომადგება კიდევ.”




ვა
შენე
პირამიდა
დიდზე დიდი
პირამიდა. ახლა
ვეღარ გამოვდივარ
პირამიდის სპირალიდან.
რად მინდოდა პირამიდა, დიდზე
დიდი პირამიდა, შუა კედელს ვეჯახები,
მე კი განაპირა მინდა. მზეო, დედამიწასავით
გაანათე პირამიდა, გზა მასწავლე, შენთან მოვალ
დიდი შესაწირავითა. ვისაც უნდა იმას ჰქონდეს დიდზე დიდი
პირამიდა, - აღარ მინდა უკვდავება, - აღარც პირამიდა მინდა.



უძეგლო ქანდაკება


 

ჩქარჩქარა ვიცვამ ტანსაცმელს. თავში უფრო ჩქარჩქარა გამიელვებს ხოლმე “გოგოები ხომ ბევრს ფიქრობენ რა ჩაიცვან, თმას რა მოუხერხონ…მე რააა მჭირს !”… რა დროს ეგაა. “დე, ანა უნდა ვნახო, ცოტა გვიან მოვალ”… “კიი, გიწერია იქ ანას ნომერიც”… მივჭრიალდი აღმაშენებლამდე. იქ დგას. თებერვლის ბოლო მატყუარობს. დღისით გაზაფხულობს, საღამოს ნამდვილსახეობს. მცივა. მარტო მარცხენა ხელი მაქვს გამთბარი მისი ქურთუკის ჯიბეში. უხვდუმილიანად ვლაპარაკობთ. სანამ მივვალთ. თეატრთან სულ ვჩერდები ხოლმე. თითქოს ზეპირად არ ვიცოდე აფიშა. ქალი ძაღლით…პიგმალიონი…ქალი ძაღლით…ქაქუცა… უბრალოდ მომწონს აქ გაჩერება. ჩვენი გზის შუაშია თეატრი… ხიდზე უფრო გაბედულად “უბერავს” ქარი. “ვიღაც ზის ჩვენს სკამზე”… სულ ასეა.. აქ რომ მოვდივართ, ეს ყოველთვის ჩვენს სკამს უყურებს შორიდანვე, მე სულ ამ “უთავო ქანდაკებას”..შორიდანვე. “მალე წავა ეს კაცი,ღამით ვინ ასეირნებს ძაღლებს”… “ნეტა რას ვათვალიერებ ხოლმე ამ ძეგლს..თითქოს ვინმე “მოაბამდეს თავს” ჩვენი მოსვლიდან მოსვლამდე..” …. “ჰა?” “არაფერი.. ამაზე ვთქვი..” თავით ვაჩვენებ. “კაცი ძაღლით” გვტოვებს. ცოტა ხნით მავიწყდება უძეგლო ქანდაკება თუ უქანდაკებო ძეგლი. ვთბები… ზურგით მივეხუტე მას და ეს ისევ წინ ამესვეტა.. არა. სვეტიც რომ არაა? “ანამ რომ თქვა გახსოვს? გოგოს გადავუღეთ ფოტო ამ ძეგლზეო. სულ უთავობას ადამიანის თავი ჯობია ძეგლად?” “შენ კიდე მაგაზე ფიქრობ?” რა აცინებს. “კაი რა. ეგ რა საფიქრალია. საოცრება ხარ. თან ჩემი”… ისევ გამიფანტა აზრები. მართლა რა საგონებელია. მაინც მეფიქრება. რისთვის უნდა დადგა ძეგლი უძეგლოდ. “უკვე ვეჭვიანობ”… “რაზე?” “ამ უთავოზე…პხხ” აგდებულად ამბობს. რამდენი ამისნაირის შერქმეული ამისნაირი სახელი ქვია ალბათ “უთავოს”. “თან ქარი როა…ასეთ ამინდში მელანქოლიკი ვხდები. ასეთ რამეებზე მეფიქრება ხოლმე” ვეუბნები და პასუხს არ ვაცლი. ძეგლს ვავიწყებ :D

  ***

დილის მესიჯი. როგორც ყოველთვის. მაგრამ მე ისე აღარ ვიქცევი, როგორც ყოველთვის. უკვე რამდენი დღეა აღარ ვპასუხობ. მარტო ძალიან იშვიათად. ჟიუტად მთხოვს ყველაფრის ახსნას... ვხვდები ვალდებული ვარ, ასეც მოვიქცე. “ხვალ მოდი ჩვენს უძეგლოსთან. გავარკვიოთ..” პირდაპირ იქ მივედი. თავი ავარიდე ხელის გათბობას. მარტოს მინდოდა იქ ჯდომა. ამაკანკალა. ვერც ძეგლზე ვიფიქრე, ვერც მის უთავობაზე. “სად ხარ პატარა. უკვე 15 წუთია გელოდები ;( “ “პირდაპირ იქ მივედი” “კაი, 2 წუთში მანდ ვარ”. გვერდით უხმოდ ჯდება. დეტონატორიანი სიჩუმე. (რამდენი გვიცინია ამ სიტყვაზე. ერთ ღამეს შუა ლაპარაკში ყურმილზე ჩამოეძინა და ბოდავდა. დეტონატორი საიდან მოიტანა არ ვიცი. სულ დავცინოდი მერე მაგაზე). “რამე მითხარი რა, გთხოვ” . ხმას ვერ ვიღებ. აქამდე სიზმარში თუ მომსვლია ასეთი რამ. თევზივით ვარ. ჰაერი მახრჩობს და ხმა არ ამომდის. თავისით მიხვდა ყველაფერს. ვერ ვუყურებ. უძეგლოს მივჩერებივარ.. ცრემლები მახრჩობს, მაგრამ გარეთ არ ვუშვებ. ეტყობა შემამჩნია ცუდად რომ ვარ. “ნერვიულობ, გგონია შენ მიმატოვე და იმიტომ ხო? გგონია ცუდად გავხდები? შემომხედე, რა მიგავს ცუდად მყოფს. კარგად გავერთე. ეხლა თავისუფალი ვარ…” მეხუტება. “ჩემი ჭკვიანი გოგო…კარგია შენით რომ მიხვდი, რომ არ მიყვარდი..მე რომ მიგატოვებდი, უფრო გაგიჭირდებოდა”… მთელი ტანით ცახცახებს. სახეს ჩემ თმებში მალავს. ვითომ ვერ ვხედავდე. “გგონია, ან ეს უძეგლო მიყვარს, ან ეს გაყინული სკამი? ან აქ სიცივისგან გაკრუნჩხვა შენნაირ არანორმალურთან? კაი რა თე… მასეთი გულუბრყვილო როგორ ხარ…” უფრო და უფრო ვეხუტები პატარა ბავშვივით. გული გამისკდება ამ კარგ ადამიანს რომ არ მოვეხვიო. ……………… ჩვენ წავალთ და ეს თავნება ქარი ძეგლის ადგილი რომ დაუპყრია და თამამად დაქრის მის ადგილას… ჩვენ რომ დავტოვებთ იმ სიცარიელესაც შეავსებს…





“შენ მოკვდავი ხარ… ალბათ ეს არის
სხვა ლაქებს შორის ლაქა ყველაზე,
ჩვენ რომ არა გვყავს, იმ ბავშვის ნაცვლად
ქანაობს ქარი საქანელაზე… “



15.03.09
თეი