суббота, 2 мая 2009 г.

დაფიქრდი, სანამ მუშაობას დაიწყებ (!)

ყველას, ვისაც მეტროპოლიტენის სადგურებთან ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებთან უწევს გავლა, თვალში მოხვდება ფაქტი, თუ რა მონდომებით სთავაზობენ სარეკლამო ბარათებს ნებისმიერ გამვლელს იქ “მობილიზებული” ჯგუფები. მოსახლეობის უმრავლესობა მათ აიგნორებს , ნაწილი კი მექანიკურად იღებს ბარათს, თუმცა თვალის ერთი გადავლების შემდეგ ასევე მექანიკურად ახლო რადიუსში აგდებს ძირს. იმავე განცხადებებს შესაძლოა წააწყდეთ შენობების კედლებზე, ავტობუსების ფანჯრებზე და დასაქმებაზე ორიენტირებულ საიტებზე (jobgeo.ge; work.ge; job.ge hr.com.ge…)

ბარათების შინაარსი ძირითადად ამგვარია:

http://www.anonsi.ge/view.php?id=5061

http://www.work.ge/announcement_1696_group_70_open_69.htm

ამ ერთი შეხედვით უწყინარ ბარათებსა თუ ინტერნეტში გამოქვეყნებულ განცხადებებს შეუძლიათ უსიამოვნო მოულოდნელობის წინაშე დააყენონ სამსახურის გამოუცდელი მაძიებლები.


ნებისმიერი სტუდენტისათვის, განსაკუთრებით კი სტუდენტთა იმ კატეგორიისათვის რომელიც ცდილობს გაიუმჯობესოს მატერიალური მდგომარეობა, ქვემოთ აღნიშნული პირობების შეთავაზება დამაინტრიგებელია:

“მუშაობის თავისუფალი რეჟიმი, მინიმალური ხელფასი 500 ლარი. განცხადების ბოლო ნაწილში მინაწერი დიდი შრიფტით: მიიღებიან სტუდენტები”, მოდი და არ ცდუნდე!

ამ ტიპის განცხადების ერთ-ერთი მსხვერპლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) II კურსის სტუდენტი ლევანი გახდა. პირველი ტურის ზეპირი და წერითი გასაუბრების გავლის შემდეგ დაურეკეს, მეორე ტურში გასვლა მიულოცეს და ოფისში დაიბარეს. ოფისში მისვლის შემდეგ განუმარტეს რომ მათი ფირმა მენეჯმენტსა და პიარს ემსახურებოდა. პროფესიის შესწავლა ხდებოდა I კვირიანი ტრენინგის მეშვეობით, რომლის საფასურიც 30 ლარს შეადგენდა. ტრეინინგის მე-7 დღეს დააყენეს ახალბედები რეალობის წინაშე: ყველაფერი კლიშე აღმოჩნდა ადამიანების იმ ორგანიზაციაში შესატყუებლად, სადაც მუშაობა “ფულის ფულით მოგებას” ქვია. პირამიდის პრინციპი ასეთია: ახალ თანამშრომელს მუშაობის დაწყებისთანავე ორგანიზაციის ფონდში შეაქვს თანხა 600 ლარის ოდენობით, თუმცა მის მიერ მიტანილი თანხა სულაც არ ეკუთვნის მას, მარაზმია, მაგრამ ასეა, ამ ფულს მსხვერპლს ორგანიზაციაშივე არსებული ვირტუალური სპონსორი აძლევს სესხად. ახალბედას ევალება ფირმის პროპაგანდა და 6 ახალი “მსხვერპლის” მოყვანა, რომლებიც ანალოგიურად 600 ლარით ავსებენ კომპანიის ხაზინას, ამასთანავე ყოველი თანამშრომელი მის მიერ მიყვანილის კომპეტენტურობაზე აგებს პასუხს. ყველა სიკეთესთან ერთად კომპანიის თითოეული თანამშრომელი ვალდებულია იზრუნოს კადრების საკუთარი ხაზით გამრავლებაზე .ფინანსური პირამიდა თავისი არსით ,,პინოქიოს” ზღაპრის იმ ნაწილს წააგავს, სადაც თაღლითები ხის ბიჭუნას ხუთი ოქროს დამარხვას თავაზობენ, საიდანაც, მათი დაპირების თანახმად, გამთენიისას ოქროს მონეტებით დახუნძლული ხე აღმოცენდება. ამ რთული “კონსტრუქციის” აგების შემდეგ მინიმალურ პროცენტულ მოგებას შენც ნახულობ და შენი კომპანიაში დარჩენა ნებაყოფლობითი ხდება.

ასეთ პირობებს სთავაზობდნენ ლევანს MLM group-ში, რომლის ოფისიც ზოგიერთ განცხადებაში მარჯანიშვილის ქუჩაზე ან ზოგადად თბილისში მდებარეობს.


ორგანიზაციას კონკურენციას(?)PR group უწევს. ამ უკანასკნელის ოფისი ჭავჭავაძის 39_ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სარდაფშია (!).


გადავწყვიტე ექსპერიმენტის ჩატარება და CV გავგზავნე მითითებულ მისამართზე.
(tamari_76@mail.ru). გასაუბრების წარმატებით გავლის შემდეგ მოვლენები ლევანის ისტორიის ზუსტი ანალოგიით განვითარდა. ოპერატორი, ვინმე ლაშა, დიდი მონდომებით მიხატავდა ნათელ მომავალს, რაც ცნობილი სექტის “შეხმატკბილებული” მგელი და ცხვრის თანაცხოვრების ილუზიას გავდა.


საკითხი პირდაპირ დავუსვი ჩემს აღტაცებულ თანამოსაუბრეს, რომელსაც ჩემთვის არანაირი მატერიალური თუ და სულიერი სიკეთე არ ენანებოდა და ვკითხე იყო თუ არა მათი ორგანიზაციის სტრუქტურა ყბადაღებული პირამიდის პრინციპზე აგებული. მცირეოდენი მიკიბ-მოკიბვისა და ენის მოჩლექის შემდეგ, ლაშა გამომიტყდა, რომ სწორედ ამ პროფილის კომპანიასთან მქონდა საქმე.


ერთი შეხედვით თუ გონება გიჭრის ამ ანკესზე არ წამოეგები, მაგრამ გამოუცდელი და უმუშევარი ადამიანები არ დაილევა. შესაბამისად, პირამიდა ახალ-ახალი წევრებით ივსება და მუშაობაც გრძელდება სოლომან მორბელაძის პრინციპით: “მოვატყუეეთ, მომატყუეს და ერთი მოტყუებული ხვალ ან ზეგ კარზე მომადგება კიდევ.”




ვა
შენე
პირამიდა
დიდზე დიდი
პირამიდა. ახლა
ვეღარ გამოვდივარ
პირამიდის სპირალიდან.
რად მინდოდა პირამიდა, დიდზე
დიდი პირამიდა, შუა კედელს ვეჯახები,
მე კი განაპირა მინდა. მზეო, დედამიწასავით
გაანათე პირამიდა, გზა მასწავლე, შენთან მოვალ
დიდი შესაწირავითა. ვისაც უნდა იმას ჰქონდეს დიდზე დიდი
პირამიდა, - აღარ მინდა უკვდავება, - აღარც პირამიდა მინდა.



1 комментарий:

  1. ooo,eget kompaniebi tavse sayrelia,zalian adre viyavit ragacashi me da chemi megobari,internet magasia unda gaketebuiyo cesit,ogond chven unda gagvesagebina ragac idioturi produqcia katstroful fasebshi...kide kai,rogroc gonieri bavshvi,drose mivxvdi,ra xdeboda...

    zogadad,eget gancxdebas,satofese ar unda gaekaro :D

    ОтветитьУдалить